თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება
კანონმდებლობა პროექტები პუბლიკაციები
ცენტრის დებულება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №26/

2018 წლის 23 თებერვალი

თბილისი


საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი 

მმართველობის სისტემის 

და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულების 

დამტკიცების შესახებ

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №156 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:

 

მუხლი 1

დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის თანდართული დებულება.

 

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 16 აპრილის №18/ნ ბრძანება.

 

მუხლი 3

ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან

 

საქართველოს რეგიონული 

განვითარებისა და

ინფრასტრუქტურის მინისტრი                                               ზურაბ ალავიძე                                  

                                                                                                                   

                          

 

საჯარო  სამართლის იურიდიული პირის  

ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და

ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

 

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი (შემდგომში - ცენტრი) არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

3. ცენტრი თავისი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი, ლოგო და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

5. ცენტრის მისამართია: საქართველო, . თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №12.

 

მუხლი 2. ცენტრის მიზნები

 

ცენტრის მიზნებია:

 

ა) დეცენტრალიზაციის ხელშეწყობა;

ბ) რეგიონული განვითარების ხელშეწყობა;

გ) ეფექტიანი ტერიტორიული მმართველობის და თვითმმართველი ერთეულების განვითარების ხელშეწყობა.

 

 

მუხლი 3. ცენტრის ფუნქციები და საქმიანობის საგანი

 

ცენტრის ფუნქციებია:

 

ა) დეცენტრალიზაციის, ეფექტიანი ტერიტორიული მმართველობის, რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარების სფეროში სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობა;

) დეცენტრალიზაციის, ეფექტიანი ტერიტორიული მმართველობის, რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარების სფეროში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა;

) დეცენტრალიზაციის, ეფექტიანი ტერიტორიული მმართველობის, რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარების პროცესის საექსპერტო მხარდაჭერა;

) დეცენტრალიზაციის, ეფექტიანი ტერიტორიული მმართველობის, რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარების სფეროში რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

ე) დეცენტრალიზაციის, ეფექტიანი ტერიტორიული მმართველობის, რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საჭირო ინფორმაციის მოძიება, სისტემატიზაცია და ანალიზი;

ვ) ადგილობრივ დონეზე თვითმმართველობის ეფექტიანად განხორციელებისა და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავების მხარდაჭერა;

თ) დეცენტრალიზაციის, ეფექტიანი ტერიტორიული მმართველობის, რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარების, მათ შორის მუნიციპალური სერვისების მიწოდების სფეროში კარგი პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

) დეცენტრალიზაციის, ეფექტიანი ტერიტორიული მმართველობის, რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ადამიანური რესურსების შესაძლებლობათა გაზრდის ხელშეწყობა;

) დეცენტრალიზაციის, ეფექტიანი ტერიტორიული მმართველობის, რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ფორუმების, კონფერენციების, სემინარებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;

) კომპეტენციის ფარგლებში, თვითმმართველ ერთეულებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, მედიასთან, სხვა დაინტერესებულ პირებთან, აგრეთვე, საერთაშორისო, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, შესაბამის პროგრამებში და პროექტებში მონაწილეობა;

) კომპეტენციის შესაბამისად, დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება და დონორ ორგანიზაციებთან დადებული შეთანხმებების შესაბამისად, მათი განკარგვა;

) ცენტრის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

 

 

მუხლი 4. ცენტრის მართვა

 

1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).

2. ცენტრის დირექტორი:

) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას;

) წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს ცენტრის თანამშრომლებთან და მოწვეულ სპეციალისტებთან;

) ამტკიცებს ცენტრის შრომის შინაგანაწესს;

) ანაწილებს ფუნქციებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომლეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებებს მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ღონისძიების გამოყენების თაობაზე;

) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;

) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;

) იღებს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში წლის განმავლობაში ფულადი ჯილდოს ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის შესახებ;

) გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

) შეიმუშავებს და მინისტრის თანხმობით ამტკიცებს ცენტრის წლიურ სამოქმედო გეგმას და ბიუჯეტს;

) ამტკიცებს ცენტრის ლოგოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ და სამინისტროს მიერ დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ცენტრის დირექტორი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობის კანონიერებასა და მიზნობრიობაზე, ფინანსური რესურსების მართლზომიერად განკარგვაზე.

4. ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

5. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია შექმნას ცენტრის სათათბირო ორგანოები.

6. ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ცენტრის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ცენტრის დირექტორის მოადგილე, ხოლო ცენტრის დირექტორისა და ცენტრის დირექტორის მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის მიერ შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი თანამშრომელი.

8. ცენტრის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლოში.

 

 

მუხლი 5. ცენტრის ქონება

 

1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. ცენტრის ქონება აისახება მის ბალანსზე.

 

 

მუხლი 6. ცენტრის საფინანსო საქმიანობის საფუძვლები

 

1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:

) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

) საჩუქრისა და შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავლები;

) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოსავლები და სახსრები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სამინისტროს სისტემის განვითარებას. სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

3. ცენტრი ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

4. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

 

 

მუხლი 7. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი

 

1. ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ცენტრის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.

3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.

 

 

მუხლი 8. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

 

1. ცენტრის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ცენტრის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

 

 

მუხლი 9. ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

 

ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 



ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი