თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება
კანონმდებლობა პროექტები პუბლიკაციები
სიახლეები

ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება

18-08-2015

 

15-16 აგვისტოს, ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში, სსიპ -  ვანო  ხუხუნაიშვილის  სახელობის ეფექტიანი მმართველობის  სისტემის  და  ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების  ფინანსისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობით,  ჩატარდა ერთობლივი ღონისძიება. ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო თვითმმართველი ერთეულების საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2015 წლის გეგმით გათვალისწინებული  ტრენინგს თემაზე - „პროგრამული ბიუჯეტი“, ხოლო მეორე ნაწილი ასოციაციის რიგით VIII საერთაშორისო კონფერენციას.

 

მონაწილეებმა ტრენინგზე გაიარეს შემდეგი თემები: საფინანსო სამსახურის მიერ საბიუჯეტო პროცესის ორგანიზება; ინფორმაციის შეგროვება, მიღებული ინფორმაციის ანალიზი; მიღებული ინფორმაციის საფუძველზე პროგრამების შემუშავება;  ჭერების განსაზღვრა; პროგრამების დახარისხება პრიორიტეტების მიხედვით; პროგრამული ბიუჯეტის შემუშავება; ბიუჯეტის აღსრულება; აღსრულებული ბიუჯეტის შედეგების ანალიზი; პროგრამული ბიუჯეტის შედგენის და აღსრულების მეთოდოლოგია (პროგრამული ბიუჯეტის არსი, აღწერა, შუალედური და საბოლოო შედეგები, შედეგების შეფასების ინდიკატორები).

 

აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.

 




უკან
ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი