თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება
კანონმდებლობა პროექტები პუბლიკაციები
სიახლეები

თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება: ტრენინგი - სივრცითი დაგეგმვა

23-09-2015

მიმდინარე წლის 13-16 სექტემბერს ქობულეთში სსიპ - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ორგანიზებით, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისთვის ჩატარდა ცენტრის 2015 წლის ტრენინგ-გეგმით გათვალისწინებული ტრენინგი თემაზე - სივრცითი დაგეგმვა.

 

მონაწილეებმა ტრენინგზე გაიარეს შემდეგი თემები: ქვეყნის და ადგილობრივი სივრცითი განვითარების პოლიტიკა; სივრცითი მოწყობის გეგმის და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ინიციირება, შემუშავება და მართვა; მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება; ცალკეული ტერიტორიებისთვის სამშენებლო განვითარებაზე დასკვნების მომზადება; საინვესტიციო წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა; ცალკეული მიწის ნაკვეთ ების საზღვრების დადგენა.

 

ტრენინგი ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტთან „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობით. პროექტი ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.




უკან
ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი