თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება
კანონმდებლობა პროექტები პუბლიკაციები
სიახლეები

სამუშაო შეხვედრა თემაზე - ტრენინგ-საჭიროებათა კვლევა

28-09-2015

მიმდინარე წლის 22-25 სექტემბერს სსიპ - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრმა ჩაატარა სამუშაო შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი თანამშრომლებისთვის.

 

მონაწილეებმა გაიარეს შემდეგი საკითხები: კვლევითი მეთოდები - ფოკუს ჯგუფები, ანკეტირება; ტრენინგ-საჭიროებათა შეფასების ეტაპები, შესაბამისი ღონისძიებები და განხორციელების გრაფიკი; მონაცემთა დამუშავება და ანალიზი; წლიური სასწავლო გეგმის პროექტის შედგენა.           

 

სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტთან „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობით. პროექტი ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.




უკან
ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი