თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება
კანონმდებლობა პროექტები პუბლიკაციები
სიახლეები

სამინისტროს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება: ტრენინგი - სახელმწიფო შესყიდვები

30-09-2015

მიმდინარე წლის 26-27 სექტემბერს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში,  სსიპ - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეებისთვის  ჩატარდა  ტრენინგი „სახელმწიფო შესყიდვები“.

 

მონაწილეებმა ტრენინგზე გაიარეს შემდეგი თემები: სახელმწიფო შესყიდვების არსი, მარეგულირებელი კანონმდებლობა; სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა და სახელმწიფო შესყიდვის საშუალებები; სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა, გამარტივებული შესყიდვა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიში; საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა (კონკურსი); სახელმწიფო შესყიდვების ბიზნესპროცესი, მოთხოვნები პრეტენდენტებისადმი; ტენდერში მონაწილეობა და შერჩევა-შეფასება; შავი და თეთრი სიები; სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო; სამომავლო ცვლილებები სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში.

 

ტრენინგი ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტთან „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობით. პროექტი ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.




უკან
ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი