თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება
კანონმდებლობა პროექტები პუბლიკაციები
სიახლეები

თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება: ტრენინგი - სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, პრიორიტეტების განსაზღვრა და რისკების შეფასება

30-09-2015

მიმდინარე წლის 24-27 სექტემბერს, ქობულეთში სსიპ - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ორგანიზებით, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისთვის ჩატარდა ცენტრის 2015 წლის ტრენინგ-გეგმით გათვალისწინებული ტრენინგი თემაზე - „სტრატეგიებისა და სამოქმედი გეგმების შემუშაება, პრიორიტეტების განსაზღვრა და რისკების შეფასება“

 

მონაწილეებმა ტრენინგზე გაიარეს შემდეგი თემები: სტრატეგიული დოკუმენტების მნიშვნელობა, სტრატეგიული დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება; პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა მუნიციპალიტეტებში; მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების შეფასება; ძლიერი და სუსტი მხარეები, SWOT ანალიზი; პრიორიტეტების გამოვლენა; მუნიციპალიტეტების პრიორიტეტების დოკუმენტი; რეგიონული განვითარების სტრატეგიის ტიპიური სტრუქტურა, სტრატეგიის კავშირი სამოქმედი გეგმასთან; საპროექტო წინადადებების შემუშავების პრინციპები, საპროექტო წინადადებაში მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა; საქმიანობის განსაზღვრა და დროის გეგმის შემუშავება; მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა; საპროექტო წინადადების ბიუჯეტირება და ფინანსების წყაროს განსაზღვრა; სამოქმედო გეგმის მომზადების პრინციპები - რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავების სახელმძღვანელო.

 

ტრენინგი ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტთანრეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოშითანამშრომლობით. პროექტი ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

 

 




უკან
ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი