თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება
კანონმდებლობა პროექტები პუბლიკაციები
სიახლეები

საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება: ტრენინგი - საზოგადოებასთან ურთიერთობა სახელმწიფო სტრუქტურებში

02-10-2015


მიმდინარე წლის 29 და 30 სექტემბერს, თბილისში სსიპ - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთათვის თემაზე „საზოგადოებასთან ურთიერთობა  სახელმწიფო სტრუქტურებში“.  

 

ტრენინგზე მონაწილეებმა გაიარეს შემდეგი თემები: საზოგადოებასთან კომუნიკაციის მოდელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპები; არასამთავრობო ორგანიზაციები და მათთან თანამშრომლობა; ურთიერთობა ბიზნეს სექტორთან და საკანონმდებლო საფუძველები; სინფორმაციო, PR -  პოლიტიკის ფორმულირება  და სხვა;

 

ტრენინგი ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტთან „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობით. პროექტი ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.




უკან
ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი