თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება
კანონმდებლობა პროექტები პუბლიკაციები
სიახლეები

კონფერენცია თემაზე - საქართველოს წყლის სექტორში პროექტების ეფექტიანი მართვა

08-09-2016

მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, თბილისში, ჩატარდა კონფერენცია თემაზე - საქართველოს წყლის სექტორში პროექტების ეფექტიანი მართვა, რომელსაც ესწრებოდნენ სსიპ - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის, საქართველოს მუნიციპალიტეტების, საქართველოში სლოვაკეთისა და ჩეხეთის საელჩოების, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, სსიპ - მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს წყლის გაერთიანებული კომპანიის წარმომადგენლები.

 

კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოში წყლის მიწოდებისა და წყალარინების სისტემის მართვასთან დაკავშირებული პრობლემების, წყლის სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ძირითადი პრიორიტეტების განხილვას, აგრეთვე მონაწილეებისთვის პროექტის ფარგლებში შემუშავებული სარეკომენდაციო და მეთოდოლოგიური მასალების გაცნობას, რომელიც ეხება ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მოთხოვნების შესაბამისად წყლის სექტორში პროექტების მართვის საკითხებს.

 

აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა სლოვაკეთის მთავრობის მიერ (SlovakAid) დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საჯარო მმართველობის ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელის (NISPAcee) და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით.




უკან
ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი