თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება
კანონმდებლობა პროექტები პუბლიკაციები
სიახლეები

მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება: ტრენინგი - "საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს კანონში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, თანამედროვე მიდგომები და აქტუალური საკითხები"

19-06-2017

მიმდინარე წლის 17-18 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში სსიპ-ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის უწყებაში შემავალი ორგანიზაციების საჯარო მოხელეთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - ,,საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს კანონში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ-თანამედროვე მიდგომები და აქტუალური საკითხები“.

 

ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: სახელმწიფო შესყიდვების არსი და კანონის მოქმედების სფერო; განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში; მონეტარული ზღვრები და სატენდერო წინადადების წარდგენის ვადები; ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული შესყიდვის საშუალებების მიმოხილვა (SPA, NAT, CNT, MEP, DAP); სატენდერო წინადადების შერჩევა/შეფასება/დისკვალიფიკაციის საფუძვლები/ხელშეკრულების დადება/ანგარიშგება; შესყიდვების წინამოსამზადებელი ეტაპი: შესყიდვების დაგეგმვა, მიწოდების ბაზრის კვლევა, ღია კარის დღეების ჩატარება; სპეციფიკაციების შემუშავება, საკვალიფიკაციო და ტექნიკური მოთხოვნები; გამარტივებული შესყიდვა/მონეტარული ზღვრის დარღვევა/ხელოვნური დაყოფა; სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო და სხვა.

 

 

ტრენინგი ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტთან ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობით. პროექტი ხორცილედება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსურ მხარდაჭერით.




უკან
ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი