თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება
კანონმდებლობა პროექტები პუბლიკაციები
სიახლეები

მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება: ტრენინგი - „სივრიცითი მოწყობა“

26-06-2017

მიმდინარე წლის 22-23 ივნისს სსიპ-ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მის უწყებაში შემავალი ორგანიზაციების საჯარო მოხელეთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე-„სივრცითი მოწყობა“

 

ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:  სივრცითი დაგეგმვის საფუძვლები; სივრცითი დაგეგმვის მეთოდები; სივრცითი დაგეგმვის ამოცანების იდენტიფიცირება; ხედვა და სტრატეგიული მიზნები; პროგრამები, პროექტები და სხვა.

 

ტრენინგი ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტთან ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობით. პროექტი ხორცილედება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსურ მხარდაჭერით.

 




უკან
ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი