თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება
კანონმდებლობა პროექტები პუბლიკაციები
სიახლეები

მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება: ტრენინგი - ,,რეგიონული განვითარება და სტრატეგიული დაგეგმვა“

25-07-2017

მიმდინარე წლის 8-9 ივლისს სასტუმროში ,,ბაზალეთის ტბასსიპ - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ორგანიზებით, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „რეგიონული განვითარება და სტრატეგიული დაგეგმვა“.

 

ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავების პრინციპები, რეგიონული განვითარების სტრატეგიისა და მათი სამოქმედო გეგმების შემუშავების მეთოდები, სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიდგომები რეგიონული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების სფეროში.

 

ტრენინგი ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტთანრეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოშითანამშრომლობით. პროექტი ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

 

 




უკან
ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი