თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება
კანონმდებლობა პროექტები პუბლიკაციები
სიახლეები

მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება: ტრენინგი - „ინვესტიციების ხელშეწყობა რეგიონში“

01-08-2017

მიმდინარე წლის 27-28 ივლისს, თბილისში, სასტუმროში ,,ბეტსიში“ სსიპ - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო მოხელეთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „ინვესტიციების ხელშეწყობა რეგიონში“.

 

ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ინვესტიციების არსი, პროცესი, დარგები, კვლევები, ინვესტიციების მოზიდვისა და შენარჩუნების პროცესი, სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციების წახალისება, საინვესტიციო ფონდები, თავისუფალი ეკონომიკური ზონები, საკანონმდებლო რეგულაციები და არსებული საუკეთესო პრაქტიკა. ტრენინგის მონაწილეები, ასევე, ჩაერთვნენ პრაქტიკულ სამუშაოებში.

 

ტრენინგი ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტთანრეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოშითანამშრომლობით. პროექტი ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.




უკან
ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი