თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება
კანონმდებლობა პროექტები პუბლიკაციები
სიახლეები

მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება: ტრენინგი - ,,საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში საინვესტიციო პროექტის მომზადების ეტაპები “

01-09-2017

მიმდინარე წლის 29-30 აგვისტოს სსიპ - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - ,საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში საინვესტიციო პროექტის მომზადების ეტაპები.

 

ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:  ინვესტორების სახეები,  მათი ფუნქციები და როლი; ინვესტორი როგორც ადამიანი და მისი საინვესტიციო ფსიფოლოგია; მსოფლიოს/რეგიონის ეკონომიკის მიმოხილვა და მისი მნიშვნელობა საქართველოში საინვესტიციო აქტივობის გაზრდაზე; საქართველოს მაკროეკონომიკული მაჩვენებლების ანალიზი და პრობლემების დადგენა; ბონდებისა და ფასიანი ქაღალდების ემისია,  როგორც ინვესტიციის მოზიდვის წყარო; ობლიგაციებისა და ფასიანი ქაღალდების სახეობები; ობლიგაციებისა და ფასიანი ქაღალდების ფასწარმოქმნის მეთოდი; ინვესტორის მიერ საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება ფინანსურ ანალიზზე დაყრდნობით; საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში გადაწყვეტილების მიღების ჩარჩო; საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში ე.წ. CBA შესაბამისად საივესტიციო პროექტის შემუშავების წესი.

 

ტრენინგი ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტთან ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობით. პროექტი ხორცილედება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსურ მხარდაჭერით.




უკან
ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი