თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება
კანონმდებლობა პროექტები პუბლიკაციები
სიახლეები

„პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის" პროგრამის ფარგლებში ფინანსური ბენჩმარკინგის ანგარიშის პრეზენტაცია

29-11-2017

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერების მიზნით, ადგილობრივი ფინანსური ბენჩმარკინგის საპილოტე პროექტის (II ფაზის) ანგარიში და ადგილობრივი ფინანსური მონაცემთა ბაზის პრეზენტაცია გაიმართა. სემინარი, ქ. თბილისში, სასტუმრო „იოტაში“ ჩატარდა.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ორგანიზებით, ევროკავშირისა და ევროპი საბჭოს მხარდაჭერით განხორციელდა.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან დაესწრნენ, მუნიციპალიტეტების მერები, მერის მოადგილეები და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსები, სულ 30-მდე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი. აგრეთვე, შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი - კობა ლურსმანაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი - ეკა სეფაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - ნიკოლოზ როსებაშვილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი - დავით მეტრეველი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი - ირაკლი ხმალაძე, საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენელი - კრისტიან იურსი, ევროპის საბჭოს პროექტის უფროსი ოფიცერი - სერგიუ ტატაროვი, ასოციაცია „ნალას“ აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა, საქართველოს ადგილობრივ ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი - დავით ხოსრუაშვილი, გადასახადის გადამხდელთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი - გიგლა მიქაუტაძე და სხვები.

ადგილობრივი ფინანსური „ბენჩმარკინგის“ საპილოტე პროექტის II ფაზა, მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და ნოემბერში დასრულდა. პროექტი მოიცავდა, შედარებითი ანალიზის საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური სისტემების შეფასებას, რომელიც თავის მხრივ ორი ნაწილისგან შედგებოდა: ფინანსური რესურსების ბენჩმარკინგი და ფინანსური მართვის ბენჩმარკინგი. კვლევის ეტაპზე, მუნიციპალიტეტებში გამოიკვლიეს ფინანსური რესურსებისა და ფინანსური მართვის საკითხები. პროექტში მონაწილეობდა 10 მუნიციპალიტეტი: ქალაქი ქუთაისი, ქალაქი რუსთავი, ლაგოდეხი, თიანეთი, ბოლნისი, მარნეული, ქარელი, ბორჯომი, წალენჯიხა და ცაგერი. პროექტის ფარგლებში, მასპინძელი ორგანიზაციის (CEGSTAR-ის) ბაზაზე, შეიქმნა ახალი ვებ-საიტი lfb.lsg.gov.ge, სადაც პროექტის შედეგების გაცნობაა შესაძლებელი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ფინანსური ბენჩმარკინგის I ფაზა, გასულ 2016 წელს განხორციელდა. პროექტში 7 საპილოტე მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა, საიდანაც II  ფაზისათვის მხოლოდ 4 მუნიციპალიტეტი - ქ. ქუთაისი, ქ. რუსთავი, მარნეული და ბოლნისი შეირჩა.




უკან
ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი