თვითმმართველობა და რეგიონული განვითარება
კანონმდებლობა პროექტები პუბლიკაციები
სიახლეები

მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება: ტრენინგი - ,,ცნობიერების ამაღლება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სიახლეებსა და კორუფციის პრევენციის მექანიზმებზე“

29-12-2017

მიმდინარე წლის 20-21 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ სსიპ - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთათვის ჩატარდა ცენტრის 2017 წლის ტრენინგგეგმით გათვალისწინებული ტრენინგი თემაზე-,,ცნობიერების ამაღლება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სიახლეებსა და კორუფციის პრევენციის მექანიზმებზე“.

 

ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო საკითხები, რომლებიც ეხება საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებს, წარმოდგენილი იყო აღნიშნულ თემაზე გზამკვლევი და სახელმძღვანელო.

ტრენინგი ინტერაქციული სწავლების მეთოდებით ჩატარდა, ერთმანეთს ენაცვლებოდა თეორიული მასალა და პრაქტიკული სავარჯიშოები. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროცესში.

 

ტრენინგი ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტთან ,,საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“თანამშრომლობით. პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის (UKaid) ფინანსური მხარდაჭერით.


 




უკან
ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდი